აპლიკაცია, რომელიც შენს კორპუსს აკავშირებს

KORDA-ში მაცხოვრებელი აფიქსირებს პრობლემას. კომპანია მართავს ცენტრალური დაშბორდით — დაფიქსირებიდან მოგვარებამდე — გამჭვირვალედ.

9:41KORDA

პრობლემის დაფიქსირება

ფალიაშვილის 18 · ბინა 4B

+ფოტოს ან ვიდეოს დამატება
⚡ ელექტრო🛗 ლიფტი 🔧 სანტექნიკა🔥 გაზი
📍
მე-3 სადარბაზოლოკაცია ავტომატურად აღმოჩენილია

#039 ლიფტის გაუმართაობა

მაღალი პრიორიტეტი · მე-3 სადარბაზო

დუბლიკატები გაერთიანდა18 მეზობელმა დააფიქსირა ეს პრობლემა. ერთი ტიკეტი, ერთი ტექნიკოსი.
  • დაფიქსირდა
  • ნანახია კომპანიის მიერ
  • გადაეცა ტექნიკოსს — გიორგი კ.
  • მიმდინარეობს შეკეთება
  • მოგვარდა

ფალიაშვილის 18

36 ბინა · 2 აქტიური პრობლემა

შესასვლელის კარის შეცვლა?

დიახ — 19
არა — 5

24 ბინიდან 24-მა მისცა ხმა · იხურება პარასკევს

წყლის გათიშვა სამშაბათს

10:00–14:00, სართ. 1–9. გამოცხადებულია მმართველი კომპანიის მიერ.

korda.ge — კომპანიის დეშბორდი
24აქტიური
4კრიტიკული
2.4სთსაშ. რეაგირება
4.2★კმაყოფილება
ტიკეტიშენობადაფიქსირებულისტატუსი
🔧 #041 წყლის წნევა — მთელი კორპუსიფალიაშვილის 1847 მაცხ.კრიტიკული
🔥 #034 გაზის სუნი — მე-2 სადარბაზოფალიაშვილის 189 მაცხ.კრიტიკული
🛗 #039 ლიფტის გაუმართაობა — მე-3 სადარბაზოფალიაშვილის 1818 მაცხ.შეკეთდება
✦ #038 შლაგბაუმიყაზბეგის 712 მაცხ.გადაცემულია
⚡ #036 დერეფნის განათება — მე-4 სართ.ფალიაშვილის 186 მაცხ.მოგვარდა
⚡ #030 ეზოს განათებაყაზბეგის 74 მაცხ.მოგვარდა

6 ტიკეტი · ბოლო განახლება 2 წუთის წინ

ერთი პლატფორმა — ორი მხარე

📱 მაცხოვრებლისთვის — მობილური აპლიკაცია

კორპუსი შენს ჯიბეში

აპლიკაცია მაცხოვრებლებისთვის — ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

  • პრობლემის დაფიქსირებაკატეგორია, პრიორიტეტი, ფოტო/ვიდეო
  • სტატუსის ლაივ თრექინგიდაფიქსირდა → გადაეცა ტექნიკოსს → მოგვარდა
  • ტექნიკოსის ინფორმაციავინ მოვა, როდის მოვა, საკონტაქტო
  • კორპუსის სიახლეებიგანცხადებები, გეგმიური სამუშაოები, წყლის/დენის გათიშვები
  • შეტყობინებებიყოველ მნიშვნელოვან ცვლილებაზე
  • კენჭისყრაამხანაგობის გადაწყვეტილებები და ხმის მიცემა
  • გადახდები და ხარჯებიაპლიკაციით გადახდა, თანხის შეგროვება და ხილვადობა თუ რაში დაიხარჯა
🖥 კომპანიისთვის — ვებ დეშბორდი

ყველა შენობა, ერთი სამართავი დაფა

მმართველი და მომსახურე კომპანიებისთვის — ოპერაციების სრული კონტროლი.

  • ლაივ ნაკადიახალი პრობლემები ჩნდება მყისიერად, განახლების გარეშე
  • ტექნიკოსების მართვამინიჭება, ვადის მითითება, დატვირთვის ხედვა
  • ფილტრები და პრიორიტეტებიშენობა, სტატუსი, კატეგორია, თარიღი
  • განცხადებების გაგზავნამთელ შენობაზე ან კონკრეტულ სადარბაზოზე
  • KPI და ანალიტიკარეაგირების დრო, ხშირი პრობლემები, კმაყოფილება
  • მაცხოვრებლების ვერიფიკაციამხოლოდ დადასტურებული მობინადრეები

რა გამოარჩევს KORDA-ს

დუბლიკატების ამოცნობა

„ეს პრობლემა უკვე დააფიქსირა 11-მა მეზობელმა" — შეუერთდი და ნახე, რამდენ ადამიანს ეხება.

პრიორიტეტების დალაგება

გაზის გაჟონვა ავტომატურად კრიტიკულია. ლიფტი — მაღალი. სისტემა ალაგებს რიგს.

გამჭვირვალობა და ხილვადობა

სტატუსი შეიცვალა? მაცხოვრებელი და კომპანია ერთდროულად ხედავენ — რეალურ დროში.

ენები

ქართული, ინგლისური, რუსული — უცხოელი მესაკუთრეებიც სრულფასოვნად იყენებენ.

გამოკითხვები/კენჭისყრა

ამხანაგობის გადაწყვეტილებები და ხმის მიცემა — გამჭვირვალედ, აპლიკაციიდან.

გადახდები

კომუნალური და მომსახურების გადასახადები — გამჭვირვალე ჩამონათვალით. აჩვენებს რაში იხარჯება და რამდენი.

რას ვაკეთებთ

ვართ განვითარების ეტაპზე — და გვინდა, პროდუქტი თქვენთან ერთად ავაწყოთ.

ფაზა 1 · 2026
ძირითადი პროდუქტი

რეგისტრაცია და ვერიფიკაცია · პრობლემების დაფიქსირება და თრექინგი · ტექნიკოსების მინიჭება · შეტყობინებები · კომპანიის დეშბორდი · განცხადებები

ფაზა 2
ჩართულობა და ანალიტიკა

გამოკითხვები და ხმის მიცემა · სრული ანალიტიკა და ექსპორტი · პრობლემების რუკა · მრიცხველების ჩვენებები · საერთო სივრცეების დაჯავშნა

ფაზა 3
გადახდები და წვდომა

კომუნალური გადახდები აპიდან · ჭკვიანი წვდომა (კარი, შლაგბაუმი) · მუნიციპალური ინტეგრაცია · White-label ბრენდირება

ფასების მოდელი

🏢
საბაზისო ფასი შენობაზე

ფიქსირებული ყოველთვიური საფასური თითოეულ შენობაზე — ფარავს პლატფორმას, მხარდაჭერას და ინფრასტრუქტურას.

🏠
ტარიფი ბინის მიხედვით

დამატებითი, თანაზომადი გადასახადი ბინების რაოდენობის მიხედვით — რაც აზუსტებს ღირებულებას შენობის ზომაზე მორგებულად.

🚀
დანერგვის ღირებულება

ერთჯერადი საფასური შენობის, ბინების და მაცხოვრებლების სისტემაში გადმოტანასა და გუნდის ტრენინგზე.

💬
ფასი დგინდება ინდივიდუალურად

თითოეული შეთავაზება დამოკიდებულია შენობების რაოდენობაზე, ბინების რაოდენობაზე და საჭირო ფუნქციონალზე. ზუსტ ციფრებს განვსაზღვრავთ ერთად, თქვენი საჭიროებების გაცნობის შემდეგ.

დამფუძნებელი პარტნიორებისთვის გვაქვს საპილოტე შეღავათიანი პირობები, სანაცვლოდ გვჭირდება თქვენი აქტიური ჩართულობა.

ჩვენ ვქმნით KORDA-ს თქვენთან ერთად

პროდუქტი ჯერ განვითარების ეტაპზეა. გვითხარით რა გჭირდებათ, და პირველი ვერსია თქვენს რეალურ საჭიროებებზე აეწყობა.

კითხვარომელი ფუნქციაა თქვენთვის ყველაზე კრიტიკული — და რომელი ზედმეტი?
კითხვაროგორ მართავთ დღეს მაცხოვრებლების პრობლემებს და რას შეცვლიდით?
კითხვაფასების როგორი მოდელი ჯდება თქვენს ბიზნესში?
კითხვარა ფუნქციებს დაამატებდით? რა გავითვალისწინოთ?
ან მოგვწერეთ პირდაპირ: info@korda.ge